30.7 C
Tbilisi
პარასკევი, ივლისი 17, 2026
banner

ისტორიაში პირველად 14 წლამდე დაშნით მოფარიკავეთა შორის საქართველომ ევროპის პირველობაზე ოქროს მედალი მოიპოვა

სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, ისტორიაში პირველად 14 წლამდე დაშნით მოფარიკავეთა შორის საქართველომ ევროპის პირველობაზე ოქროს მედალი მოიპოვა.

დაშნით მოფარიკავე დანიილ ტარასკინმა ფინალში უნგრელი მეტოქე დაამარცხა და საქართველოს 14 წლამდე დაშნით მოფარიკავეთა შორის ევროპის პირველობაზე ოქროს მედალი ისტორიაში პირველად მოუპოვა.

ტურნირზე ასევე იასპარეზა რაპირით მოფარიკავე ლაზარე ჩიტაძემ, მან ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

banner
წინა სტატიაშიბრაჟე: ირანმა სრულად უნდა შეასრულოს ურთიერთგაგების მემორანდუმი
შემდეგი სტატიაEU-ში ბლოკის არაწევრი ქვეყნებიდან გამოწერილ ამანათებზე ნივთზე 3 ევროიანი მოსაკრებელი წესდება