20.5 C
Tbilisi
კვირა, ივნისი 14, 2026
banner

ისტორია მეორდება? – ბექა კობახიძე 1921 წლის “ნაციონალ-უკლონისტებსა” და დღევანდელობას შორის კავშირებს ხედავს

ისტორიკოსი ბექა კობახიძე პარალელს ავლებს 1921-1923 წლების საქართველოსთან, როდესაც „ნაციონალ-უკლონისტები“ რუსეთისთვის ოკუპაციისთვის საჭირო მარიონეტების როლს ასრულებდნენ. თუმცა, როგორც კი საქმე ფორმალურ ანექსიას მიადგა, რუსეთმა ისინი ლიკვიდაციის გზით ჩამოაშორა. ექსპერტი აფრთხილებს საზოგადოებას, რომ ნებისმიერი მარიონეტული ხელისუფლება, რომელიც რუსეთის დავალებების შესრულებისას „წითელ ხაზებს“ გადაკვეთს ან წინაღობას გაუწევს ტერიტორიების სრულ დათმობაზე, კრემლისთვის მარტივად გასაწირ „რესურსად“ იქცევა.

“1921-1923 წლებში საქართველოს “ნაციონალ-უკლონისტები” მართავდნენ. რუსეთმა ამ ხალხის ხელით გააკეთა ოკუპაცია, ბოლშევიკურ სახელმწიფო წყობასთან სრული ჰარმონიზაცია, მაგრამ საქმე ფორმალურ ანექსიაზე რომ მიდგა, ესენი აყვირდნენ – ჩვენ ამაზე არ შევთანხმებულვართო. ამ ხალხს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, საელჩოების, ქართული წითელი არმიის და კიდევ ბევრი სხვა რამის შენარჩუნებაც უნდოდა, საქართველოს ტერიტორიების მეზობლებისთვის გადაცემის წინააღმდეგაც იხმალავა, მაგრამ მაშინ სტალინი და სერგო ორჯონიკიძე იყვნენ იგორ გიორგაძისა და გულბაათ რცხილაძის როლებში. ჯერ დახსნეს თანამდებობებიდან ეს შენი ნაციონალ-უკლონისტები და მერე მიახვრიტეს. საქართველოს კი აღარც თავისი წითელი არმია შერჩა, აღარც საგარეო საქმეთა სამინისტრო, აღარც საელჩო და შეათრიეს სსრკ-ში, ისიც ამიერკავკასიის ფედერაციის გავლით.
ასეთი ამბებია ჩვენს თავს”,_ წერს ბექა კობახიძე სოციალურ ქსელში.

 

banner
წინა სტატიაშიბათუმში სროლის შედეგად მამაკაცი დაიღუპა
შემდეგი სტატიაპოლიციის მხრიდან ფიზიკური ძალადობის შედეგად დაზარალებული პაპუნა ლოცულაშვილი კლინიკაში რჩება