ისტორია დაიწერა – “ევროპის უნივერსიტეტის” ფუტსალის გუნდი უმაღლეს ლიგაში ითამაშებს

“ევროპის უნივერსიტეტის“ ფუტსალის გუნდი არსებობის ისტორიაში პირველად საქართველოს ფუტსალის მთავარ ლიგაში ითამაშებს.

სულ რაღაც 2 წლის წინ მხოლოდ სტუდენტურ ლიგაში მოასპარეზე “ევროპის უნივერსიტეტი” დღეს საქართველოს საუკეთესო გუნდთა შორისაა.

“ევროპის უნივერსიტეტმა” “ფუსტალის ლიგა 2“-ის ვიცე-ჩემპიონობის შემდეგ, ქუთაისის “მართვეს“ წინააღმდეგ ფლეი-აუტი ითამაშა და მოწინააღმდეგეს სერია მშრალად მოუგო, “ევროპელებმა” მეტოქე ორ თამაშში დაამარცხეს და “ფუტსალის უმაღლესი ლიგის“ საგზური მოიპოვეს.

“ევროპის უნივერსიტეტის” ფუტსალის გუნდი მომდევნო სეზონიდან საქართველოს პირველობისთვის იბრძოლებს.

წინა სტატიაშიპრემიერი ოპოზიციას epp-ის განცხადებაზე – თქვენ უკიჟინებდით და თქვენი დალობირებულია, თქვენი მომზადებული ტექსტი იყო ყველა ის ჩანაწერი, ის უსამართლო და სამარცხვინო ჩანაწერი, რომელიც შეეხებოდა ჩვენს ქვეყანას
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი – სამხედრო ქალაქი – ჯარის ქალაქი უკვე აშენებულია, იგივე პროგრამა დავიწყეთ მე და ბატონმა ვახტანგ გომელაურმა, ჩვენს გმირ პოლიციელებს ასევე ავუშენებთ ათას ბინიან პოლიციის ქალაქს