ისთერნ პრომოუშენსი და „თიბისი სტატუსი“ თბილისის რიგით 22-ე ჯაზ ფესტივალს უმასპინძლებენ

28 თებერვლიდან 2 მარტის ჩათვლით თბილისი რიგით 22-ე ჯაზ ფესტივალს უმასპინძლებს.

როგორც „თაიმერს“ „თიბისი ბანკიდან“ აცნობეს, წლევანდელი ფესტივალის ჰედლაინერია 20 გრემის ჯილდოს მფლობელი, ლეგენდარული ამერიკელი ჯაზ გიტარისტი პეტ მეთინი. ფესტივალში ასევე მონაწილეობას მიიღებენ თბილისის სიმფონიური ორკესტრი ვახტანგ კახიძის დირიჟორობით, თბილისის მერიის ბიგ-ბენდი და კონსერვატორიის ჯაზის ფაკულტეტის სტუდენტები, რევაზ კიკნაძის ხელმძღვანელობით.

„თიბისის“ ინფორმაციით, თბილისის 22-ე ჯაზ-ფესტივალი 28 თებერვალს, კონსერვატორიის დიდ დარბაზში ახალი პროექტით Tbilisi Big-Band & New Jazz Generation გაიხსნება. ეს იქნება კონცერტი, სადაც ძველი თაობა შეხვდება ახალს და სხვადასხვა თაობის მუსიკოსები მსმენელს ჯაზურ-კომპოზიციებს შესთავაზებენ.

1 მარტს ივენთ ჰოლის სცენას, ლეგენდარული პეტ მეთინის ტრიო დაიკავებს, რომლის შემადგენლობაში, ცნობილ ჯაზ-გიტარისტთან ერთად, მუსიკოსები დერეკ ოლეჟკიევიჩი და ჯონათან ბარბერი არიან.

ფესტივალი 2 მარტს, თბილისის საკონცერტო დარბაზში, პეტ მეთინისა და თბილისის სიმფონიური ორკესტრის ერთობლივი კონცერტით დაიხურება. უნიკალური პროექტის ფარგლებში, ლეგენდარული პეთ მეთინი მსმენელის წინაშე პროექტით – Missouri Skies and More წარდგება.

თბილისის რიგით 22-ე ჯაზ ფესტივალის მხარდამჭერია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და ქალაქ თბილისის მერია.

banner
წინა სტატიაში,,ოხანაშვილი და მის გარშემო არსებული წრე, ლოიალური არიან უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა სიის მიმართ”
შემდეგი სტატიალონდონში კარლ მარქსის საფლავი ჩაქუჩით გაანადგურეს