ისრაელზე თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 800-მდე გაიზარდა

ამ დროისთვის გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ისრაელზე “ჰამასის” თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 800-მდე გაიზარდა. დაშავებულთა რიცხვი კი 2 500-ს აჭარბებს.

როგორც ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, დღეის მდგომარეობით, საავადმყოფოებში 2 506 დაშავებულია გადაყვანილი. მათგან 23-ის მდგომარეობა კრიტიკულია, 353-ის კი სერიოზული დაზიანებები აქვთ.

რაც შეეხება ღაზას, სულ მცირე 560 ადამიანი დაიღუპა და 2,900 დაშავდა მას შემდეგ, რაც ისრაელმა დაიწყო საჰაერო თავდასხმები შაბათს დილით, ჰამასის თავდასხმაზე საპასუხოდ, ნათქვამია პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშინატო-ს საპარლამენტო ასამბლეამ დაამტკიცა სამი რეზოლუცია, რომლებშიც საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებსა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერაზეა საუბარი
შემდეგი სტატიაპრეზიდენტი აირზენაზე: ერთხელ გამოიჩინოს პასუხისმგებლობა, ხალხს დაბრუნების საშუალება მისცეს