ისრაელზე “ჰამასის” სისხლიანი თავდასხმიდან ორი წელი გავიდა

დღეს დილიდან ისრაელში პატივს მიაგებენ ქვეყნის სამხრეთზე პალესტინელთა რადიკალური ისლამისტური მოძრაობის, აშშ-ის, ევროკავშირისა და თავად ისრაელის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებუული ჰამასის თავდასხმის შედეგად დაღუპულებს.

თავდასხმა 2023 წლის 7 ოქტომბერს მოხდა. ისრაელის მთავრობის მონაცემებით, ჰამასმა 1000-ზე მეტი ადამიანი დახოცა, 250-ზე მეტი კი მძევლად აიყვანა.

დღეს დილით ასეულობით ადამიანი შეიკრიბა ღაზის სექტორის მახლობლად მდებარე ისრაელის კიბუც რეიმის მახლობლად, სადაც ორი წლის წინ ჰამასი თავს დაესხა მუსიკალურ ფესტივალ Supernova-ზე შეკრებილ ხალხს. ეს იყო პირველი ადგილი, სადაც ხალხი დახოცეს. აქცია გაიმართა თავდასხმის კიდევ ერთ ადგილას, ღაზის სექტორის მახლობლად მდებარე ისრაელის კიბუც კფარ-აზშიც.

დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად და ჰამასის ტყვეობაში დარჩენილთა გათავისუფლების მოთხოვნით აქციები გაიმართა თელ-ავივსა და ისრაელის სხვა ქალაქებში.

banner
წინა სტატიაში“მართლა გიჟები ხართ, დედას ვფიცავარ, არარაციონალური გიჟები ხართ” – იაგო ხვიჩია “ფორმულას” წამყვანს
შემდეგი სტატია“ბინ ლადენი ნახეთ ჩემში თუ რა ნახეთ, წნევას მიზომავდნენ და ავტომატებით დამადგნენ”, – პაატა ბურჭულაძე