ისრაელში უძველესი ადამიანის ახალი სახეობა აღმოაჩინეს

ისრაელში მკვლევარებმა მეცნირებისათვის მანამდე უცნობი უძველესი ადამიანი აღმოაჩინეს, ის თანამედროვე ადამიანის წინაპრებზე ასი ათასზე მეტი ხნის წინ ცხოვრობდა.

აღმოჩენილია ადამიანის თავის ქალის ნაწილი, რომელიც 140 ათასიდან 120 ათასი წლის წინ ცხოვრობდა. მეცნიერებმა აღმოჩენილ სახეობას Nesher Ramla Homo უწოდეს.

თელავივის უნივერსიტეტის დოქტორი ხილა მეი ირწმუნება, რომ ეს აღმოჩენა ადამიანის ევოლუციის დღემდე ჩვენთვის ნაცნობ სცენარს მკვეთრად ცვლის, განსაკუთრებით, ნეანდერტალელებთან მიმართებაში. მათი გამოჩენა და ევოლუცია ადრე ევროპასთან იყო დაკავშირებული.

“ყველაფერი ისრაელში დაიწყო. ჩვენ ვთვლით, რომ ადგილობრივმა ჯგუფმა მისცა დასაბამი მოსახლეობის გავრცელებას. Nesher Ramla Homo გამყინვარებების შუა პერიოში ახლო აღმოსავლეთიდან ევროპისკენ წავიდა” – თქვა დოქტორმა – “ბიბისი” წერს.

თავის ქალასთან ერთად ათასობით ქვის იარაღია აღმოჩენილი. ვარაუდობენ, რომ Nesher Ramla Homo-ს პირველი წარმომადგენლები 400 ათასი წლის წინ ცხოვრობდნენ.

banner
წინა სტატიაში“6665 ადამიანის საარსებო მინიმუმი, თქვენ პირდაპირ მაჯაზე გკიდიათ ხოლმე”
შემდეგი სტატიაჩარკვიანი პრემიერს: „როგორ შეიძლება ქვეყანაში ეკონომიკა განვითარდეს, როცა კორუფცია ყვავის?“