ისრაელში სპეცსამსახურებისთვის შექმნეს პროგრამა, რომელსაც ნებისმიერ ანდროიდზე ექნება წვდომა

ისრაელის კომპანია Cellebrite-მ მობილური ტელეფონების გასატეხი პროგრამა გამოუშვა, რომელსაც 11 ქვეყნის სპეცსამსახურებს დაურიგებს. პროგრამის მეშვეობით შესაძლებელი იქნება iPhone-ებზე, iPad-ებსა და ანდროიდის სისტემის სხვა მოწყობილოებზე წვდომა მიიღონ. პროგრამას UFED Premium-ი დაარქვეს და მას კანადის, აშშ-ს, დიდი ბრიტანეთისა და სხვა ქვეყნების სამართალდამცველებს გადასცემენ. სიაში არ არის რუსეთი, სადაც მსგავსი ოპერაციებისთვის საგამოძიებო კომიტეტი Cellebrite-ს სხვა პროდუქტს UFED Touch 2-ს იყენებს და რომელიც რუსეთის ლაბორატორიებში სმარტფონებზე პირდაპირი წვდომის საშუალებას არ იძლევა.

UFED Premium-ის გამოსვლა თავდაპირველად მობილური კრიმინალისტიკის კონფერენციაზე 2019 წლის ივნისის პირველ რიცხვებში დაანონსდა, რომელიც აშშ-ში ჩატარდა. კომპანიამ ახალი ტექნოლოგიის ბაზარზე გაშვების შესახებ ინფორმაცია პარასკევს, 14 ივნისს გამოაქვეყნა – “ბიბისი” წერს.

banner
წინა სტატიაშიმარიუპოლში შადრევნები, რა თქმა უნდა კარგია, თუმცა არც ოდესაში ჩამოუვარდება(ვიდეო)
შემდეგი სტატიალევან ვასაძესა და ბიძინა ივანიშვილს ერთობლივი ბიზნესი ჰქონდათ