ისრაელში საქართველოს საელჩოსთან ჭურვი ჩამოვარდა

ისრაელში საქართველოს საელჩოს მიმდებარედ ჭურვი ჩამოვარდა-ინფორმაციას ამის შესახებ საელჩო თავად ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია:

“ისრაელის სახელმწიფოში საქართველოს საელჩო, ქვეყანაში არსებული უსაფრთხოების გარემოს გათვალისწინებით, განსაკუთრებულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას.

დღეს, იმ შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც საქართველოს საელჩო მდებარეობს, ჩამოვარდა ჭურვი. ინციდენტის შედეგად საქართველოს საელჩოს შენობა არ დაზიანებულა.

დიპლომატიური წარმომადგენლობა მიჰყვება შესაბამისი სამსახურების მიერ დადგენილ უსაფრთხოების ინსტრუქციებს და განაგრძობს მუშობას.
მოვუწოდებთ საქართველოს მოქალაქეებს, დაიცვან ადგილობრივი ხელისუფლების ინსტრუქციები.

განახლებული ინფორმაციის მისაღებად, თვალყური ადევნეთ საელჩოს გვერდებს: https://israel.mfa.gov.ge/ https://www.facebook.com/GeorgiainIsrael?locale=ka_GE”, – წერს საელჩო სოციალურ ქსელში.

banner
წინა სტატიაშინეთანიაჰუ: საავადმყოფოს დაზიანებისთვის თეირანის ტირანები მძიმე ფასს გადაიხდიან
შემდეგი სტატიაქობულეთი-ბათუმის შემოვლით გზაზე დაღუპული დედა-შვილის ვინაობა ცნობილია