ისრაელში, საქართველოს მოქალაქეების მასშტაბური დაკავებები მიმდინარეობს

ისრაელში, საქართველოს მოქალაქეების მასშტაბური დაკავებები მიმდინარეობს. ამის შესახებ ქართველი ემიგრანტები საუბრობენ. მათი თქმით, საიმიგრაციო სამსახურის და კრიმინალური პოლიციის ერთობლივი სპეცოპერაცია, რამდენიმე ქალაქში ერთდროულად ჩატარდა. დაკავებული მოქალაქეები, რომლებსაც ქვეყანაში ყოფნის უფლება არ აქვთ, საპატიმროებში გადაჰყავთ. ისრაელის ხელისუფლება მათ ქვეყნის ტერიტრიაზე უკანონოდ ყოფნას ედავება.

ქართველი ემიგრანტები, რომლებიც პატიმრობას გადაურჩნენ სპეცოპერაციის ადგილიდან კადრებს ავრცელებენ. კადრებში ცარიელი სამუშაო სივრცე ჩანს. როგორც ისინი ამბობენ, სამართალდამცველებმა ისრაელში არალეგალურად მყოფი ქართველების ნაწილი პირდაპირ სამუშაო ადგილებზე დააკავეს. მათი თქმით, პრობლემები მხოლოდ ქართველებს ექმნებათ.

„შუაღამისას შევარდნები, სამსახურებში შევარდნები. უკრაინელები, რუსები გაატარეს, ქართველები დაიჭირეს 30 კაცი. ახლაც რეკავენ ქუჩაში დააკავეს ბიჭები,“-ამბობს ემიგრანტი.

მათი თქმით, დაკავებული ქართველების დეპორტაცია არ ხდება. ემიგრანტები სადეპორტაციო სამსახურის ნაცვლად ციხეებში გადაჰყავთ, სადაც რთული პირობებია და შესაძლებელია იქ დარჩენა თვეები მოუწიოთ.

banner
წინა სტატიაშიამერიკელებმა ბახტაძეს უთხრეს სამი სიტყვა დაიმახსოვრეო – არჩევნები, სასამართლო და ანაკლიაო! – უგულავა
შემდეგი სტატიაქართველების მასობრივ დაკავებას ისრაელში ადგილი არ ჰქონია