ისრაელში საქართველოდან გენეტიკური დეფექტის მქონე კვერცხუჯრედები შეიტანეს

ისრაელის პოლიცია დაავადებული ემბრიონების საქმეს იძიებს. გამოძიების მტკიცებით ემბრიონები, რომლებიც გენეტიკურ დეფექტს შეიცავდნენ, ისრაელში საქართველოდან შეიტანეს. ამ სკანდალურ საქმეზე თელ-ავივში დააკავეს ორი ექიმი, რომლებიც გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს და რომლებსაც გამოძიება თაღლითობასა და მძიმე დაავადების გავრცელებას ედავება.

ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოდან გაგზავნილი ემბრიონები შეიცავდნენ ჰემოფილია B-ის გენს. საკვლევი მასალები მიუნხენის ლაბორატორიაშია გადაგზავნილი.
ახლა ისრაელის პოლიცია კვლევას უკვე საქართველოში აწარმოებს.

კლინიკა, რომელიც ამ საქმეში ფიგურირებს, ბათუმში მდებარეობს და გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, ისინი ცოტა ხანში ოფიციალური განცხადების გაკეთებას გეგმავენ.

banner
წინა სტატიაშიDRI თვალსაზრისი : აახლოებს თუ არა აფხაზეთის სატრანსპორტო დერეფანი რუსეთისა და საქართველოს ხელისუფლებებს რუსეთზე დაკისრებული სანქციების გვერდის ავლისთვის თანამშრომლობაში?
შემდეგი სტატიაუნდა იმუშაო ისე ან იმდენად მართალი უნდა იყო, რომ მხარი დაგიჭიროს „ევრონესტის“ შემადგენლობაში შემავალმა ყველა ქვეყანამ – ანა წითლიძე