ისრაელში რუსი ჯაშუში დააკავეს

ისრაელში ჯაშუშობის ბრალდებით რუსეთის მოქალაქე დააკავეს.

ისრაელის შიდა უსაფრთხოების სამსახური, შინ ბეთი იტყობინება, რომ დაკავებული ოფიციალური თეირანის სადაზვერვო სააგენტოს მითითებებით მოქმედებდა და ძირითადად ირანს ისრაელის პორტების ფოტოსურათებს აწვდიდა.

დანაშაულში მხილებული პირი ვიტალი ზვიგანიცევია. ის საჰაერო ძალების ბაზასთან ახლოს დააკავეს.

გამოძიების ინფორმაციით, ჯაშუში თეირანიდან გაგზავნილ აგენტებთან დაახლოებით ორი თვის განმავლობაში იყო კონტაქტზე.

banner
წინა სტატიაშიოზურგეთში მოსწავლის ცემის ფაქტზე ცეკვის მასწავლებელი დააკავეს
შემდეგი სტატია8 დაღუპული და რამდენიმე დაშავებული – რუსეთის სასტიკი თავდასხმა ოდესის პორტზე