ისრაელში, რელიგიურ ფესტივალზე მომხდარი ჭყლეტის შედეგად ათობით ადამიანი დაიღუპა

მინიმუმ 44 ადამიანი დაიღუპა ისრაელში პარასკევს, ხალხმრავალ რელიგიურ ფესტივალზე ჭყლეტვაში მოყოლის გამო. პრემიერმინისტრმა მომხდარს “მძიმე კატასტროფა” უწოდა.

ჭყლეტვა იმ დროს მოხდა, როცა ათიათასობით ულტრა-მართლმადიდებელი ებრაელი მე-2 საუკუნის ბრძენის, რაბი შიმ ბარ იოჩიის საფლავთან მივიდა, სადაც ყოველწლურად მის ხსონვას პატივს მიაგებენ. ლაგ ბა-ომერის ფესტივალი ღამის ლოცვას, მისტიკურ სიმღერასა და ცეკვას მოიცავს.

მედიკოსების თქმით, 103 ადამიანი დაშავდა, მათ შორის არიან ბავშვებიც.

ისრალეის პოლიციის სპიკერმა თქვა, რომ მთის ფერდზე ტევადობა იგივე იყო, თუმცა კოცონის გარშემო შესაკრებად უბნები დაანაწევრეს, რადგან COVID-19 სიფრთხის გამო მასის დაყოფა უნდოდათ. მედია ამბობს, რომ შესაძლოა ამან ფეხით გადაადგილებისას მოულოდნელობა შექმნა, რასაც ჭყლეტვა მოჰყვა.

banner
წინა სტატიაშიმსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 151 მილიონს გადააჭარბა
შემდეგი სტატიააფხაზეთის უმაღლესი საბჭო პანდემიის დამარცხებამდე დევნილთა დახმარებას არ შეწყვეტს