ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) განცხადებით, ლიბანიდან ნასროლმა რაკეტამ კრიათ-შმონას საცხოვრებელ ზონაში გზას დაარტყა. ინციდენტი დღეს დილით მოხდა და მას წინ არ უძღოდა საჰაერო განგაში, რამაც მოსახლეობაში დაბნეულობა და შიში გამოიწვია.
სამხედროების თქმით, წინასწარი მოკვლევით დადგინდა, რომ „ლოკალური გაუმართაობის“ გამო სისტემამ საფრთხე ვერ დაინახა, რის შედეგადაც ქალაქში გამაფრთხილებელი სიგნალი არ გააქტიურდა.
საბედნიეროდ, შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა რაკეტის აფეთქებამ მნიშვნელოვნად დააზიანა გზის სავალი ნაწილი, ახლომდებარე ავტომობილები და საცხოვრებელი სახლები.
IDF-ში აცხადებენ, რომ მომხდარზე დამატებითი გამოძიება მიმდინარეობს, რათა დადგინდეს, რა გახდა სისტემის მუშაობაში ამ კრიტიკული შეცდომის მიზეზი.















