ისრაელში, ქალაქ ლოდში საგანგებო მდგომარეობა შემოიღეს

თელ-ავივიდან 20 კილომეტრში, ქალაქ ლოდში, სადაც 11 მაისს მასშტაბური არეულობები დაიწყო, საგანგებო მდგომარეობა შემოიღეს.
ქალაქის მერმა ლოდა იარ რევივომ ტელევიზიით გამოსვლისას “სამოქალაქო ომზე” განაცხადა, მისივე თქმით, ქალაქზე სრულად დაკარგეს კონტროლი.

ლოდში ცეცხლი წაუკიდეს სინაგოგას და ავტომანქანებს, მაღაზიის ვიტრინები ცჩაამსხვრიეს. ისრაელის პრემიერ-მინსიტრმა ბინიამინ ნეთანიახუმ და ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა ლოდში წესრიგის დასამყარებლად სამხედროები გააგზავნეს.

არეულობები მას შემდეგ დაიწყო, რაც 25 წლის არაბი ძალადობრივად მოკლეს. შემთხვევამ არაბ მოსახლეობაში პროტესტი გამოიწვია. მკვლელობასთან დაკავშირებით 34 წლის ეჭვმიტანილი დააკავეს, პოლიციის განცხადებაშია ნათქვამი. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ის ებრაელია – “დოიჩე ველე” წერს.

არეულობები დაიწყო, ასევე, აკოში, რომელიც ჩრდილოეთ ისრაელში მდებარეობს და იაფაში, რომელიც თელ-ავივთან ახლოს არის.

შეგახსენებთ, რომ ისრაელისა და პალესტინელების კონფლიქტი მას შემდეგ გამძაფრდა, რაც მუსლიმებისთვის წმინდა რამადანის თვეს ებრაელმა ძალოვანებმა პალესტინელებს ქალაქ იერუსალიმში ტრადიციული შეხვედრის ჩატარება აუკრძალეს. ამას თან დაერთო აღმოსავლეთ იერუსალიმიდან რამდენიმე პალესტინელის სახლებიდან გამოსახლება.

7 მაისს ისრაელის პოლიციამ შეკრებილი დემონსტრანტების წინააღმდეგ ხმოვანი ნაღმები გამოიყენა, მოგვიანებით პოლიციელებისა და პალესტინელების შეტაკება ალ-აკსას მეჩეთთან მოხდა, რომლის დროსაც დაახლოებით 220 პირი დაშავდა, მათ შორის 17 სამართალდამცველი.

10 მაისს პოლიციელების და პალესტინელების ხელახალი შეტაკებისას ასობით პირი დაშავდა, 50 საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ისრაელის არმიის წარმომადგენელმა სამშაბათს განაცხადა, რომ პალესტინელმა ბოევიკებმა ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით 200-ზე მეტი რაკეტა ისროლეს. შეტავას ისრაელმა შეტევითვე უპასუხა. არიან გარდაცვლილები.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს 12 000-ზე მეტი მოქალაქე მანიფესტზე ხელმოწერით „ე.წ კომენდანტის საათის’’ გაუქმებას ითხოვს
შემდეგი სტატიაღაზაში გარდაცვლილთა შორის 14 ბავშვია