ისრაელში ჯვაროსნული ომისდროინდელი ოქროს მონეტები იპოვეს

ისრაელში არქეოლოგებმა, რომლებიც ძველ ქალაქ კესარიაში მუშაობენ, 900 წლის წინ დამალული დოქი იპოვეს, რომელშიც ოქროს მონეტებია. დოქი ქვის სახლის კედელში იყო ჩატანებული. ვერცხლის ჭურჭელში 24 ცალი მონეტა და ოქროს საყურე იდო. სავარაუდოდ, პეტრონები დაბრუნებას და მის წაღებას აპირებდნენ, მაგრამ უცნობი მიზეზებით, ეს ვერ შეძლეს – “ბიბისი” წერს.
არქეოლოგების თქმით, განძის პატრონები მდიდრები უნდა ყოფილიყვნენ, რადგანაც, თითოეული ამ მონეტათაგანი ერთი გლეხის წლიურ შემოსავალს უდრიდა. ასევე, მეცნიერები ვარაუდობენ, რომ შესაძლებელია, სახლის პატრონები ჯვაროსნების მიერ კესარიის დაპრყობის შემდეგ, რომელიც 1101 წელს მოხდა, მოკლეს.

banner
წინა სტატიაში“დამეღუპა პირველი შვილი, ჩვენთვის უსაყვარლესი ქეთი…” – 10 უცნობი ფაქტი ნიკა რურუას შესახებ
შემდეგი სტატიაბუნებრივ კატასტროფას გასულ წელს 12 ათასამდე ადამიანი შეეწირა