ისრაელში ეგზიტპოლებს საპარალმენტო არჩევნებში გამარჯვებული არ გამოუვლენია

ისრაელში 9 აპრილს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა. მასში სულ 39 პარტია და ბლოკი მონაწილეობდა. საარჩევნო ყუთები ადგილობრივი დროით 21.00 საათზე დაიხურა.

პირველ ეგზიტპოლებს გამარვებული არ გამოუვლენია. ისრაელის ტელევიზიის ინფორმაციით, 33-დან 36-მდე მანდატს პარტია “ლიკუდი” მიიღებს, რომელსაც მოქმედი პრემიერი ხელმძღვანელობს, ამავე დროს 36-37 მანდატს ახალი ცენტრისტული ბლოკის “კალოხ-ლავანი” აიღებს, რომელსაც გენშტაბის ყოფილი ხელმძღვანელი ბენი განცემი უდგას სათავეში.
რადგანაც 120 ადგილიდან უმრავლესობა არ აუღია არც ერთ პარტიას, სამთავრობო კოალიციის შესაქმნელად მოლაპარაკებები გაიმართება – “დოიჩე ველე” წერს.

banner
წინა სტატიაშიგიგი უგულავა: დაანებეთ თავი ადამიანების უბედურებით ვაჭრობას და სპეკულატობას
შემდეგი სტატიამამუკა ბახტაძე დღეს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოვა