ისრაელში დილიდან საჰაერო განგაშია, დაინგრა საავადმყოფო, არიან დაშავებულები

ისრაელის ქალაქ ჰოლონზე დარტყმის შედეგად ერთმა ადამიანმა მძიმე, 20-მა კი სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღო: მიზეზი ირანის მიერ გამოშვებული ბალისტიკური რაკეტებია.

დარტყმის ქვეშ აღმჩნდნენ ასევე თელ-ავივი, რამათ-განი და ბერ-შევა, სადაც პირდაპირი მოხვედრის შედეგად საავადმყოფოს შენობა დაინგრა. ირანის მტკიცებით, რაკეტა დაზვერვის ბაზას უნდა მოხვედროდა, თუმცა ახლოს არანაირი ბაზა არ არის.

ბერ_შევაში მაშველები მუშაობენ, საავადმყოფოში გადაუდებელი დახმარების ცენტრი ისევ ფუნქციონირებს.

banner
წინა სტატიაშიქობულეთი-ბათუმის შემოვლით გზაზე ავარიას სამი ადამიანი ემსხვერპლა
შემდეგი სტატია„მედიის თავისუფლება საქართველოში, განსაკუთრებით მზია ამაღლობელის საქმე“ – ევროპარლამენტი რეზოლუციის კენჭისყრისთვის ემზადება