ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ისრაელში ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო დახმარების პირველი პარტია უკვე ჩავიდა.
„ჩვენს შეიარაღებულ ძალებს შორის თანამშრომლობა ომის დროს რეგიონული უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად ძალიან მნიშვნელოვანია“, – აცხადებენ ისრაელის შეიარაღებულ ძალებში.
მანამდე, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტი მზად არის განათავსოს დამატებითი ძალები ახლო აღმოსავლეთში აგრესიის შესაჩერებლად.