ისრაელში აცხადებენ, რომ ღამის განმავლობაში ირანიდან სარაკეტო დარტყმების ხუთი ტალღა მოიგერიეს.
Times of Israel-ის ცნობით, ირანიდან ნასროლი ყველა რაკეტა განადგურებულია და დაშავებულები არ არიან. საჰაერო განგაში ღამის განმავლობაში გამოცხადდა თელ ავისა და იერუსალიმში. ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ლიბანის ტერიტორიიდან სარაკეტო დარტყმებიც გრძელდება.
მათივე ცნობით, დაჯგუფება „ჰეზბოლას“ შეტევის გამო, ისრაელის ცენტრალურ ნაწილში საჰაერო იერიშის მანიშნებელი სიგნალი რამდენჯერმე ჩაირთო.
Times of Israel-ის ცნობით, ლიბანიდან თელ ავივის მიმართულებით გაისროლეს გრძელ
მანძილზე მოქმედი რაკეტა, რომელიც საჰაერო თავდაცვის სისტემამ ჩამოაგდო.















