ისრაელში 60 წელს გადაცილებულ პირებს ვაქცინის მე-4 დოზას შესთავაზებენ

ისრაელში 60 წელს გადაცილებულ პირებს „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინის მეოთხე დოზას შესთავაზებენ. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროსთან არსებულ ექსპერტთა ჯგუფში აცხადებენ, რომ ვაქცინის მეოთხე დოზა ქვეყნისთვის „ომიკრონის“ დამარცხებისთვის წინ გადადგმული ნაბიჯია.

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ნაფტალი ბენეტი მოსახლეობას მოუწოდებს, არ დაკარგონ დრო და აიცრან.

ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გუშინ ქვეყანაში „ომიკრონით“ ერთი კოვიდინიფიცირებული გარდაიცვალა. ექიმების განცხადებით, პაციენტს ბევრი თანხმლები დაავადება აღენიშნებოდა.

banner
წინა სტატიაშისაგამოძიებო სამსახურმა ფსიქოტროპული მედიკამენტების უკანონო რეალიზაციის ოთხი ფაქტი გამოავლინა
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილი დღეს სასამართლო პროცესს ვერ დაესწრება