ისრაელში 17 ადამიანი დაშავდა, ირანის რაკეტები ქვეყნის ჩრდილოეთით აფეთქდა – შეტევის შედეგები

ისრაელში სასწრაფო დახმარების ცენტრის ინფორმაციით, ბოლო სარაკეტო თავდასხმის დროს 17 ადამიანი დაშავდა. სამი მათგანის მდგომარეობა მძიმეა. ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში რაკეტები საცხოვრებელ კორპუსს, მეჩეთს, საბავშვო ბაღსა და სკოლის შენობებს მოხვდა. საბედნიეროდ, იმ დროს სკოლაც და ბაღიც ცარიელი იყო. კარმიელში, თავშესაფარში, დაიღუპა ქალი, რომელსაც პანიკური შეტევის დროს გული გაუჩერდა და გადარჩენა ვერ მოხერხდა.

სულ ირანმა ისრაელის მიმართულებით 520 რაკეტა გაუშვა, აქედან კი მიზანს მხოლოდ 25-მა მიაღწია. დღეს ერთერთი გაშვებული რაკეტის ფრაგმენტი სირიის ტერიტორიაზე მას შემდეგ ჩამოვარდა, რაც ისრაელმა გააუვნებელყო, თუმცა, გავარვარებული ფრაგმენტის დაცემის შედეგად ნავთობის შემნახველი ტანკერ-კონტეინერი გასკდა და ხანძარი გაჩნდა.

ადგილობრივები სახიფათო კერასთან ახლოს იდგნენ და ალმოდებულ ნავთობკონტეინერს ტელეფონით უღებდნენ.
ეს და სხვა კადრები შეგიძლიათ ნახოთ “თაიმერის” ოფიციალურ არხზე “ტელეგრამში”.

banner
წინა სტატიაშიგალტ & თაგარტმა ელექტროენერგიის სექტორის კონფერენციას უმასპინძლა და ახალი კვლევა წარადგინა
შემდეგი სტატიაპუბლიკა: 18 წლის ბიჭის დაჭრაში ბრალდებული პოლიციელი 3 დღეში გამოუშვეს – ის შს მინისტრის მამაა