ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების ვადა ამოიწურა

ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების ვადა ამოიწურა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

როგორც ისრაელის თავდაცვის ძალებში განაცხადეს, მათ განაახლეს ბრძოლა „ჰამასთან“ ღაზის სექტორში.

მედიის ცნობით, ზავის ვადის ამოწურვამდე ცოტა ხნით ადრე ისრაელმა განაცხადა, რომ მათ ღაზის სექტორიდან გასროლილი რაკეტა გაანადგურეს. ამასთან, ღაზის ჩრდილოეთ ნაწილში ისმოდა აფეთქებებისა და სროლის ხმა. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ გავრცელებულა.

banner
წინა სტატიაშიდარჩიაშვილი – მალტას ჩართულობით, კიდევ უფრო გაძლიერდება ეუთო და ძალიან სწრაფად დაძლევს იმ პრობლემებს და გამოწვევებს, რომელიც დღეს აქვს
შემდეგი სტატიასაქართველომ აჩვენოს მკაფიო ერთგულება EU-ს ფასეულობების მიმართ – რა წერია ევროპული საბჭოს განსახილველ პროექტში