ისრაელს ვერ ვუკარნახებთ რა გზით დაიცვას საკუთარი საზღვარი- კვაჭანტირაძე ქართველების დეპორტაციაზე

ისრაელიდან საქართველოს მოქალაქეების დეპორტაციასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ზვიად კვაჭანტირაძემ -საქართველოს ხელისუფლება ისრაელის სახელმწიფოს ვერ უკარნახებს, რა გზითა და მეთოდით დაიცვას საკუთარი საზღვარი- აცხადებს კვაჭანტირაძე მისივე თქმით, პრობლემის შესახებ საქმის კურსში არიან და მაისში საქართველოში ისრაელის სამთავრობო სტრუქტურების დელეგაცია ჩამოდის, რომელთანაც განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა ამ კუთხით არსებული პრობლემები იქნება:

“ჩვენ ვიცით, რომ პრობლემა არსებობს. ამაზე ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს. მეც, ჩემი კომპეტენციის ფარგლებში, როგორც კომიტეტის თავმჯდომარე, ჩაბმული ვარ ამ მიმართულებით ჩვენს კოლეგებთან ურთიერთობებში ისრაელის ქნესეთში. არ არსებობს ისეთი პრობლემა, რომლის გადალახვის უნარი ამ ორ სახელმწიფოს არ შესწევს“, – განუცხადა ჟურნალისტებს ზვიად კვაჭანტირაძემ.

banner
წინა სტატიაშიჟენევის მოლაპარაკებების 39-ე რაუნდი – საგარეო უწყების განცხადება
შემდეგი სტატია“უნდა არსებობდეს საპარლამენტო ან სასამართლო ზედამხედველობა”- აშშ-ს ელჩი “მოსმენების კანონზე”