ისრაელმა უკრაინულ კვერცხზე უარი განაცხადა

ისრაელმა უკრაინულ კვერცხზე უარი განაცხადა

ისრაელმა უკრაინულ კვერცხზე უარი განაცხადაისრაელმა უკრაინული წარმოების ქათმის კვერცხების ქვეყანაში იმპორტი შეწყვიტა – ამის შესახებ გაზეთი Haaretz წერს. გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც უკრაინული კვერცხისგან ერთი მამაკაცი გარდაიცვალა და 15 ბავშვი მოიწამლა.
მედიის ინფორმაციით, მოწამვლის მიზეზი კვერცხის სალმონელა გახდა.
ისრაელის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ უკრაინული ნაწარმის იმპორტირება ადგილობრივ ბაზარზე არასაკმარისი პროდუქტის შესავსებად გასული წლის აგვისტოში დაიწყო.
დეკემბერში ჯანდაცვის სამინისტრომ მოსახლეობა გააფრთხილა, რომ კვერცხში სალმონელაა აღმოჩენილი და მათ ჰიგიენის წესების დაცვისკენ მოუწოდა კვერცხის და ხორცის მოხმარებისას.

banner
წინა სტატიაშიჩრდილოეთ კორეა ამერიკას ატომური იარაღით ემუქრება
შემდეგი სტატიაგიორგი ქადაგიძე: ” გავიხსენოთ კლასიკა”