ისრაელმა თეირანში მდებარე ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მთავარ კამპუსს დაარტყა

ცოტა ხნის წინ ისრაელის საჰაერო ძალებმა იერიში მიიტანეს “მალექ აშთარის” სახელობის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მთავარ კამპუსზე, რომელიც თეირანში მდებარეობს. კამპუსი თითქმის მთლიანად განადგურდა.

აღსანიშნავია, რომ ეს უნივერსიტეტი აშშ-ის, გაეროსა და ევროკავშირის სანქციების ქვეშ იმყოფება – ირანის ბირთვულ პროგრამაში მონაწილეობის გამო.

კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რა მოხდა ამ დღეებში ირანში და როგორ ჩატარდა მოსადის სპეცოპერაცია, რომელსაც უკვე “აბლაბუდას” უწოდებენ, უკრაინის მიერ რუსეთში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან მისი მსგავსების გამო:

ისრაელის სადაზვერვო ოპერაცია სამ ძირითად ფაზას მოიცავდა. პირველი ნაწილი მოიცავდა ისრაელის მებრძოლების მიერ მობილური ზუსტი საცეცხლე სისტემების განლაგებას ირანის საჰაერო თავდაცვის სისტემების მახლობლად ცენტრალურ ირანში. ისინი ერთდროულად გააქტიურდნენ თავდასხმის დაწყებასთან ერთად.

მეორე ფაზა მოიცავდა „დარტყმითი სისტემების და მოწინავე ტექნოლოგიების“ დამონტაჟებას ირანში ფარულად შემოტანილ მანქანებზე. ისინი ასევე გააქტიურდნენ თავდასხმის დაწყებასთან ერთად და მიზნად ისახავდა ირანის საჰაერო თავდაცვის სისტემების განადგურებას.

ოპერაციის მესამე ფაზის ფარგლებში, მოსადმა თეირანის მახლობლად შექმნა თავდასხმის დრონების ბაზა, რომლებიც აგენტებმა წინასწარ შეიყვანეს ირანის ტერიტორიაზე ღრმად. ისრაელის თავდასხმის დროს დრონები გააქტიურდა და თეირანის მახლობლად მდებარე ბალისტიკური რაკეტების გამშვებ სადგურებს დაუმიზნეს.

შედეგი: ნატანცში ბირთვული ობიექტი განადგურებულია.

banner
წინა სტატიაშიირანის ლიდერები ჩანთებს ალაგებენ – ნეთანიაჰუ
შემდეგი სტატიაფრანგი ფოტოგრაფი მარილიზ ვინიო საქართველოში არ შემოუშვეს