ისრაელის თავდაცვის ძალები (IDF) ადასტურებს, რომ მათ ცოტა ხნის წინ დამასკოში დრონებით იერიში მიიტანეს და სირიის სამხედრო შტაბ-ბინის შესასვლელს დაარტყეს.
“IDF განაგრძობს განვითარებული მოვლენების მონიტორინგსა და დრუზი მოქალაქეების წინააღმდეგ მოქმედებებს სამხრეთ სირიაში და პოლიტიკური ეშელონის დირექტივების შესაბამისად იერიშები მიაქვს ამ ტერიტორიაზე და ემზადება სხვადასხვა სცენარისთვის,” წერია განცხადებაში.
სირიულ მედიაში მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქვეყნის არმიის შტაბ-ბინაზე ისრაელმა ახალი საჰაერო იერიშები მიიტანა. ამასთან, ძლიერი აფეთქებების ხმა ისმოდა დედაქალაქის სხვადასხვა ნაწილში.

















