ისრაელმა სირიაში ოპერაციების ჩატარება აღიარა და ირანი გააფრთხილა…

ისრაელის პრემიერმა ბინიამინ ნეთანიაჰუმ მისი ქვეყნის შეიარაღებული ძალების მიერ სირიაში დრო და დრო სპეცოპერაციების ჩატარება, სირიის რადიოს ეთერში აღიარა…

ნეტანიაჰუს განცხადებით, ისრაელი დრო და დრო ამ ოპერაციებს საკუთარი ინტერესების დასაცავად და ისრაელის წინააღმდეგ ახალი ფრონტის შექმნის აღსაკვეთად აკეთებს…

,,ჩვენ ვმოქმედებთ რათა გავაფრთხილოთ ირანი და აღვკვეთოთ მისი მხრიდან გოლანის სიმაღლეებისათვის ახალი ფრონტის გახსნა,, განაცხადა ისრაელის პრემიერმა, რომელმაც ასევე აღნიშნა, რომ მისი ქვეყანა ოპერაციებს სირიის ტერიტორიაზე იმის გამოც ატარებს, რომ ამ ქვეყნიდან პალესტინაში მომაკვდინებელი იარაღის შეტანა აღკვეთოს.

ისრაელის პრემიერის განცხადებით, მისი ქვეყნის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის სამხედრო ძალებთან საკორდინაციო საბჭო შექმნეს, რათა სირიაში ინციდენტები გამორიცხონ.

www.timer.ge

banner
წინა სტატიაში,,კანონიერი,, ქურდები პიარით დაინტერესდნენ… (VIDEO)
შემდეგი სტატიატერორისტული თავდასხმა აშშ-ში… მოკლულია 14 ადამიანი…