21.8 C
Tbilisi
ორშაბათი, ოქტომბერი 12, 2026
banner

ისრაელმა სამხრეთ ლიბანზე იერიში მიიტანა

Reuters-ის ინფორმაციით, ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, სამხრეთ ლიბანზე იერიში მიიტანეს.

ისრაელის თავდაცვის ძალების განმარტებით, იერიში იყო საპასუხო რეაქცია ჰეზბოლას მიერ ისრაელელი ჯარისკაცების მიმართულებით ორი დრონის გაშვებაზე რეგიონის იმ ნაწილში, რომელიც მათ უსაფრთხოების ზონად გამოაცხადეს.

მანამდე, ისრაელის სამხედრო ძალებმა სამხრეთ ლიბანში, ქალაქ არაბ სალიმში მდებარე შენობის მიმდებარე ტერიტორიებზე ევაკუაციის შესახებ გაფრთხილება გაავრცელეს და განაცხადეს, რომ დარტყმას განახორციელებენ, რადგან ამ შენობას დაჯგუფება „ჰეზბოლა“ იყენებდა.

banner
წინა სტატიაშიზაალ ანჯაფარიძე: გვარამია გვახსენებს, რატომ არ და ვერ უნდა დაბრუნდნენ “ნაცები” ხელისუფლებაში
შემდეგი სტატიაუკრაინულმა ბრენდმა JULIYA KROS-მა მოდის კვირეულზე ადაპტირებული კოლექცია ვეტერანების მონაწილეობით წარადგინა