14.3 C
Tbilisi
კვირა, ივნისი 7, 2026
banner

ისრაელმა სამხრეთ ლიბანზე დარტყმები გააგრძელა

საინფორმაციო სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, ისრაელმა სამხრეთ ლიბანი დაბომბა.

გამოცემა აღნიშნავს, რომ დარტყმები, რომლებიც “ჰეზბოლას” წინააღმდეგ კამპანიის ნაწილია, განხორციელდა ერთი დღის შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს შემდგომი ესკალაციის თავიდან ასარიდებლად ბეირუთზე დარტყმების შეჩერება სთხოვა.

ტრამპის ჩარევის შემდეგ, ლიბანის მთავრობამ განაცხადა, რომ ისრაელი თავს შეიკავებს “ჰეზბოლას” მიერ კონტროლირებად ბეირუთის სამხრეთ უბნებზე დარტყმებისგან, ხოლო ტერორისტული დაჯგუფება ისრაელის წინააღმდეგ თავდასხმებს შეაჩერებს.

banner
წინა სტატიაშიისრაელ კაცი: „ჰეზბოლა“ ჩრდილოეთ ისრაელზე თავდასხმებს თუ განაგრძობს, ისრაელი ბეირუთში, დაჰიეს რაიონს დაარტყამს
შემდეგი სტატიანიკოლ ფაშინიანი: ვარდებისა და ბოსტნეულის პირველი პარტია, რომელთა შეტანაც რუსეთმა შეზღუდა, უკვე გასულია ევროკავშირში