25.3 C
Tbilisi
ოთხშაბათი, ივლისი 22, 2026
banner

ისრაელმა სამხრეთ ლიბანში ევაკუაციის ბრძანება გასცა

ისრაელმა სამხრეთ ლიბანში ევაკუაციის ბრძანება გასცა, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა სამხრეთ ლიბანში მდებარე ქალაქ ტვიროსის მოსახლეობას ევაკუაციისკენ მოუწოდა.

Reuters-ის ცნობით, ევაკუაციის ბრძანება ტვიროსის ქრისტიანულ კვარტალსაც მოიცავს.

ისრაელის თავდაცვის ძალების თქმით, ტვიროსის ქრისტიანულ კვარტალში „ჰეზბოლა“ მოქმედებს.

ცნობისთვის, გუშინ ირანმა და ისრაელმა საბრძოლო მოქმედებების შეჩერების შესახებ გამოაცხადეს. ირანის შეიარაღებულმა ძალებმა განაცხადა, რომ სამხედრო ოპერაციას განაახლებს, თუ ისრაელი ლიბანში დარტყმებს გააგრძელებს.

banner
წინა სტატიაშიადვოკატი: ლევან ხაბეიშვილმა არაერთხელ დაასახელა უშუალოდ ის პიროვნებები, რომლებიც მის წამებაში მონაწილეობას იღებდნენ
შემდეგი სტატიაკობახიძემ საგანგებო ბრიფინგი ბიძინა ივანიშვილის ქებას მიუძღვნა