ისრაელმა რუსული С-300-ისა და С-400-ის “დამსამარებელი” აჩვენა (video)

ისრაელის კონცერნმა IAI (Israel Aerospace Industries) გამოფენა Aero India-ში, რომელიც 20-24 თებერვალს ინდოეთის ბანგალორეში მიმდინარეობდა, დრონი-კამიკაძე Mini Harpy აჩვენა. კომპანიის რეკლამაში, რომელიც “იუთუბზე” გამოქვეყნდა, ნაჩვენებია, რომ Mini Harpy რუსულ სარაკეტო-საზენოტო სისტემებს С-300 და С-400 ანადგურებს.
პრეს-რელიზში, რომელიც კომპანიის ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული, აღნიშნულია, რომ ტაქტიკურ Mini Harpy -ში გაერთიანებულია უპილოტო Harop-ისა და Harpy-ს შესაძლებლობები. დრონ-კამიკაძეს ჰაერში პატრულირება შეუძლია, ის მიზნის გამოჩენას ელოდება და მონაცემებს ვიდეო-ოპერატორს გადასცემს. უპილოტოს გაშვება შესაძლებელია მიწისა და ზღვის პოზიციებიდან, ასევე, ვეტმფრენებიდან – რუსული მედია წერს.

 

banner
წინა სტატიაშიუგულავა ხაზარაძის გადადგომაზე: სხვა არჩევანი არც ჰქონდა, ბანკს ვერ მოიყოლებდა ამ ბრძოლაში
შემდეგი სტატიაამოღებულია “კოკაინის”, “ჰეროინის” და სუბოტექსის” დიდი ოდენობა