8.8 C
Tbilisi
პარასკევი, აპრილი 17, 2026
banner

ისრაელმა ომის შემდეგი ფაზის ფარგლებში ირანის ნავთობის საცავები დაბომბა

ისრაელმა ომის შემდეგი ფაზის ფარგლებში ირანის ნავთობის საცავები დაბომბა. ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებენ.

მედიაში ვრცელდება კადრები, სადაც აფეთქება და ძლიერი კვამლი ჩანს.

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებაში აღნიშნულია, რომ ამ ობიექტებიდან საწვავს ირანის სამხედრო სტრუქტურებს აწვდიდნენ.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ეს „მნიშვნელოვანი დარტყმაა“, რომელიც ირანის სამხედრო ინფრასტრუქტურის დაზიანების გაღრმავებისკენ გადადგმული დამატებითი ნაბიჯია.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კანდელაკი მაგისტრატი მოსამართლის წინაშე ჩვენებას აძლევს
შემდეგი სტატიადონალდ ტრამპი – ირანთან მიმდინარე ომში ქურთების ჩართვა არ გვსურს