ისრაელმა მიწისქვეშა კედლის მშენებლობა დაიწყო

ისრაელმა ღაზას სექტორთან მიწისქვესა კედლის მშენებლობა დაიწყო, რომ პალესტინელებს ისრაელში გვირაბების გაყვანის შესაძლებლობა მოუსპონ – “ბიბისი” წერს.
როგორც ისრაელის არმიიდან წყარო ამბობს, მშენებლობა ერთი კვირის წინ დაიწყო. კედელი 70 კმ-ის სიგრძის იქნება. სიღრმე კი – 9 მეტრი. მშენებლობა, სავარაუდოდ, რამდენიმე წელიწადს გასტანს.
დღეისათვის ორ ქვეყანას შორის გამყოფ ზოლზე მრავალი სათვალთვალო კამერა და კოშკი დგას და გაყოფილია მავთულხლართებით.
ისრაელის მთავრობა გვირაბებს ქვეყნის სტრატეგიულ საფრთხეს უწოდებს.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილი : დარწმუნებული ვარ, რომ ილია ელოშვილი და ლევან დავითაშვილი წარმატებით გაართმევენ თავს ამოცანებს
შემდეგი სტატიააშშ-ს პრეზიდენტობის კანდიდატმა არ იცოდა რა არის ალეპო