ისრაელის სამხედრო ძალების გავრცელებული ინფორმაციით, ისრაელის სამხედრო-საჰაერო ძალებმა ირანსა და ლიბანში არსებულ მიზნებზე მასირებული ავიაიერიშები განახორციელეს.
როგორც ლიბანის სახელმწიფო სააგენტო, NNA იუწყება, ავიაიერიშები ბეირუთის შემოგარენზე განხორციელდა. სააგენტოს ცნობით, ერთ-ერთი ავიაიერიში საცხოვრებელ სახლზე განხორციელდა.
ცნობისთვის, 16 მარტს ისრაელმა განაცხადა, რომ ლიბანის სამხრეთ ნაწილში სახმელეთო ოპერაცია დაიწყო, რომლის მიზანია „ჰეზბოლას“ ინფრასტრუქტურის განადგურება.
თავის მხრივ, ირანმა არაბეთის გაერთიანებულ საამიროებზე, კატარსა და საუდის არაბეთზე, ასევე ისრაელზე ავიაიერიშები განახორციელა.














