21.7 C
Tbilisi
შაბათი, ივლისი 11, 2026
banner

ისრაელმა ირანში ნავთობქიმიურ ქარხანაზე საჰაერო თავდასხმა განახორციელა

ისრაელმა ირანში ნავთობქიმიურ ქარხანაზე საჰაერო თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ობიექტის ნაწილი დაზიანდა, – CNN-ის ინფორმაციით, ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Fars-ი იუწყება.

სააგენტოს ცნობით, სამხრეთ-დასავლეთ ქალაქ ბანდარ-ე მაჰშარში მდებარე Karun Petrochemical Company-ის ისრაელის მიერ ნასროლი ჭურვები მოხვდა.

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ცნობით, ირანის ქალაქებში – თეირანში, თავრიზსა და ისპაჰანში აფეთქებების ხმები ისმოდა.

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის განცხადებით, თავდასხმის დროს ისრაელმა ბალისტიკური რაკეტები გამოიყენეს.

შეგახსენებთ, მანამდე ცნობილი გახდა, რომ ირანმა ისრაელს ბალისტიკური რაკეტებით შეუტია.

banner
წინა სტატიაშისალომე სამადაშვილი – რუსეთს ძალიან მშვიდად მოუწევს შეეგუოს სომხეთის არჩევანს
შემდეგი სტატიასაპატრულო პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო – დაკავებულია 2 პირი