10.8 C
Tbilisi
ორშაბათი, აპრილი 20, 2026
banner

ისრაელმა ირანში ბალისტიკური რაკეტების გამშვები დანადგარი ააფეთქა

ისრაელის სამხედრო ავიაციამ ირანის ტერიტორიაზე, კერძოდ თაბრიზში, სტრატეგიული მნიშვნელობის სამიზნე გაანადგურა.

IDF-ის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეომასალაში მკაფიოდ ჩანს სატვირთო ავტომობილზე დამონტაჟებული ბალისტიკური რაკეტების გამშვები დანადგარი, რომელიც იერიშის მომენტში პოზიციაზე იმყოფებოდა.

ისრაელის სამხედრო სარდლობის განმარტებით, ეს იყო პრევენციული დარტყმა. დაზვერვის მონაცემებით, აღნიშნული დანადგარიდან ისრაელის მიმართულებით რაკეტების გაშვება უახლოეს პერიოდში იგეგმებოდა. გამშვები პლატფორმის განადგურებამ ირანის მხრიდან დაგეგმილი თავდასხმა ჩაშალა.

ექსპერტების შეფასებით, ირანის სიღრმეში, თაბრიზის რაიონში მობილური სამიზნის ასეთი სიზუსტით განადგურება ისრაელის სადაზვერვო და სამხედრო-საჰაერო შესაძლებლობების კიდევ ერთი დემონსტრირებაა.

banner
წინა სტატიაშილონდონში სასწრაფო დახმარების მანქანების აფეთქების საქმეზე მეოთხე პირი დააკავეს
შემდეგი სტატია“ჩვენ სულიწმინდას უნდა დავუჯეროთ”- მეუფე სპირიდონი