ისრაელმა ირანის წინააღმდეგ დღეს დილით დაწყებულ ოპერაციას „ლომის ღრიალი“ უწოდა.
ისრაელისა და აშშ-ის მიერ ირანის წინააღმდეგ ერთობლივი საჰაერო დარტყმების დაწყების შემდეგ, ისრაელის პრემიერმინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ებრაულ ენაზე ვიდეომიმართვა გაავრცელა:
“ჩემო ძმებო და დებო, ისრაელის მოქალაქეებო, ცოტა ხნის წინ ისრაელმა და შეერთებულმა შტატებმა დაიწყეს ოპერაცია ირანში ტერორისტული რეჟიმის მიერ შექმნილი ეგზისტენციალური საფრთხის მოსაშორებლად.
მადლობას ვუხდი ჩვენს დიდ მეგობარს, პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, მისი ისტორიული ლიდერობისთვის
47 წლის განმავლობაში აიათოლას რეჟიმი იძახდა „სიკვდილი ისრაელს“ და „სიკვდილი ამერიკას“. მან დაღვარა ჩვენი სისხლი, მოკლა მრავალი ამერიკელი და ხოცავდა საკუთარ ხალხს. ამ მკვლელ ტერორისტულ რეჟიმს არ უნდა მიეცეს უფლება, აღიჭურვოს ბირთვული იარაღით, რაც მას საშუალებას მისცემს, საფრთხე შეუქმნას მთელ კაცობრიობას. ჩვენი ერთობლივი მოქმედება შექმნის პირობებს მამაცი ირანელი ხალხისთვის, რათა საკუთარი ბედი საკუთარ ხელში აიღონ.
მოგიწოდებთ თქვენ, ისრაელის მოქალაქეებო, მიჰყვეთ შიდა ფრონტის სარდლობის მითითებებს. უახლოეს დღეებში, ოპერაცია „ლომის ღრიალის“ დროს, ყველა ჩვენგანს მოთმინებისა და შინაგანი ძალის გამოვლენის ვალდებულება გვექნება“ | ამბობს ნეთანიაჰუ.
ის ირანის მოსახლეობასაც მიმართავს:
„დადგა დრო, რომ ირანელი ხალხის ყველა ნაწილმა – სპარსელებმა, ქურთებმა, აზერბაიჯანელებმა, ბელუჯებმა და აჰვაზებმა – მოიშორონ ტირანიის უღელი და შექმნან თავისუფალი და მშვიდობის მაძიებელი ირანი.” ამბობს ნეთანიაჰუ.















