ისრაელმა თეირანზე დარტყმების ახალი ტალღის ფარგლებში, „ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ მთავარ შტაბს დაარტყა, – აღნიშნულ საკითხზე განცხადებას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებს.
ისრაელის სამხედროების განმარტებით, შტაბი გამოიყენებოდა „ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ განყოფილებების საქმიანობის კოორდინირებისა და სიტუაციის შესაფასებლად. ის ასევე ბასიჯის ბატალიონებს განაგებდა.
„დარტყმამდე სამოქალაქო მოსახლეობისთვის ზიანის შესამცირებლად გარკვეული ზომები იქნა მიღებული, მათ შორის, გამოყენებულ იქნა მაღალი სიზუსტის საბრძოლო საშუალებები, საჰაერო თვალთვალი და დამატებითი სადაზვერვო მონაცემები“, – აღნიშნეს ისრაელის თავდაცვის ძალებში.














