ისრაელმა “ჰამასის” წინააღმდეგ დარტყმები განახორციელა

9 დეკემბერს ისრაელმა დარტყმა განახორციელა ღაზის სექტორში დაჯგუფება “ჰამასის” წინააღმდეგ. ეს იყო საპასუხო დარტყმა. 8 დეკემბერს “ჰამასმა” პალესტინის ტერიტორიიდან 3 რაკეტა გაუშვა ისრაელის მიმართულებით.
ისრაელის შეიარაღებული ძალების მიერ განხორციელებული დარტყმების შედეგად დაიღუპა 2 პალესტინელი, საერთო ჯამში კი ბოლო 2 დღის განმავლობაში პალესტინის ტერირორიაზე დაღუპულია 4 ადამიანი.
შეგახსენებთ, დაძაბულობამ ისრაელსა და პალესტინას შორის იმატა მას შემდეგ, რაც აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა იერუსალიმი აღიარა ისრაელის დედაქალაქად. ამ ფაქტის გამო პალესტინის ავტონომიის მეთაურმა მაჰმუდ აბასმა გააუქმა დაგეგმილი შეხვედრა აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტთან მაიკ პენსთან.
ინფორმაციას ავრცელებს კორპორაცია “BBC”.

banner
წინა სტატიაში“ისლამური სახელმწიფოს” დაჯგუფებები ერაყის ტერიტორიაზე სრულიად განადგურებულია
შემდეგი სტატია14 დეკემბერს 2016 – 2017 წლების ყველაზე წარმატებული კომპანიების დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართება