ისრაელმა ღაზის სექტორში პალესტინელები 90 რაკეტის სროლის შემდეგ დაბომბა

ისრაელსა და პალესტინას შორის კონფლიქტი გამწვავდა. მას შემდეგ, რაც 4 მაისს, შაბათს, პალესტინის სამხედრო ფორმირებამ ისრაელის მიმართულებით 90 რაკეტა ისროლა, ისრაელმა საპასუხოდ ჰამასის სამხედრო ობიექტები დაბომბა, რომელიც ღაზას სექტორის სასაზღვრო რაიონში მდებარეობს.

ავიადარტყმების შედეგად, პალესტინელების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 22 წლის მამაკაცი გარდაიცვალა, სამი კი დაიჭრა. ისრაელის მედიის ინფორმაციით, ერთი ებრაელი მოზარდია დაჭრილი, ორმა კი შოკი გადაიტანა -წერს “დოიჩე ველე”.

banner
წინა სტატიაშიკომპანია SpaceX-მა სატვირთო ხომალდი Dragon-ი წარმატებით გაუშვა
შემდეგი სტატიასეულის განცხადებით ფხენიანმა ახალი რაკეტა გამოსცადა