ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) განცხადებით, ღაზის სექტორის ჩრდილოეთით განხორციელებული საჰაერო დარტყმის შედეგად „ჰამასის“ ელიტური ქვედანაყოფის, „ნუხბას“ წევრი, საბაი ზაჰირ აბდ ალ-ჰამიდ აბუ ჰასნა მოკლეს.
სამხედრო უწყების ინფორმაციით, მოკლული ტერორისტი უშუალოდ მონაწილეობდა 2023 წლის 7 ოქტომბრის ისრაელზე თავდასხმაში და ტყვეობაში ჰყავდა მძევალი ომერ შემ ტოვი.
აღსანიშნავია, რომ აბუ ჰასნა ფიგურირებდა მძევლების გათავისუფლების იმ დადგმულ ვიდეოში, სადაც კამერების წინ შემ ტოვს ტერორისტისთვის თავზე კოცნა აიძულეს.


















