ისრაელმა ღაზაში გარდაცვლილი ბოლო მძევლის ცხედარი დაიბრუნა. ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალებში განაცხადეს.
სერჟანტი რან გვილი ბოლო მძევალია, რომლის ცხედარიც „ჰამასმა“ 2023 წლის 7 ოქტომბერს გაიტაცა.
ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ცხედარი იდენტიფიცირებულია და მას ისრაელში გადაასვენებენ. ეს კი ნიშნავს იმას, რომ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრმპის ღაზის სამშვიდობო გეგმის პირველი ფაზა დასრულებულია.
გეგმის მეორე ფაზა „ჰამასის“ განიარაღებასა და ღაზაში ახალი მთავრობის ჩამოყალიბებას ითვალისწინებს; ასევე ღაზის აღდგენის ხანგრძლივ სამუშაოებს.


















