ისრაელმა ღაზას სექტორზე ავიადარტყმები განახორციელა

პირველად მაისის 11 დღიანი ესკალაციის დასრულების შემდეგ, ისრაელმა ღაზას სექტორზე ავიადარტყმები განახორციელა.

წუხელ ისარელის თავდაცვის გამანადგურებლებმა რადიკალური სამხედრო დაჯგუფება “ჰამასის” სამხედრო ობიექტები დაბომბა ქალაქ ხან-იუნისში, რომელიც ღაზას სექტორის სამხრეთით მდებარეობს.

“ცახალში” აღნიშნეს, რომ ავიადარტყმები განხორციელდა ისრაელის მიმართულებით “ჰამასის” მიერ საწვავით სავსე საჰაერო ბურთების გაშვების შემდეგ. ამავე დროს, ისრაელის არმიამ განაცხადა, რომ მზად არიან ნებიემიერი სცენარისთვის, მათ შორის, საომარი მოქმედებების აღსადგენად. ებრაელი მეხანძრეების ინფორმაციით, საჰაერო ბურთებმა სექტორის საზღვართან სიახლოვეს მინიმუმ 20 ხანძარი გამოიწვია.

რამდენიმე საათით ადრე ებრაელმა ულტრამემარჯვენეებმა ისრაელის დროშებით იერუსალიმის ძველი ქალაქი გაიარეს. პოლიციამ მარშის მსვლელობისას რამდენიმე გზა გადაკეტა, გამოიყენა რეზინის ტყვიები და ხმოვანი ნაღმები, რომ დემონსტრანტები აეძულებინა მარშრუტი შეეცვალა, რომ შეტაკება აეცილებინა თავიდან.

მედიკოსების ინფორმაციით, 33 დემონსტრანტი დაიჭრა. დაკავებულია 17 პირი, დაშავებულია ორი პოლიციელი. საბოლოოდ, შესაძლებელი გახდა მასშტაბური შეტაკების თავიდან აცილება.

შეგახსენებთ, რომ ისრაელსა და პალესტინელებს შორის ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ძალაში 21 მაისს შევიდა.

banner
წინა სტატიაშისლოვენიამ კორონავირუსის ეპიდემიის დასრულების შესახებ გამოაცხადა
შემდეგი სტატიაპროკურატურამ “ფულის გათეთრების” მასშტაბური სქემა გამოავლინა