ისრაელმა ღაზას სექტორში “ჰამასის” ბაზებზე ავიადარტყმები განახორციელა

ისრაელმა რადიკალური დაჯგუფება “ჰამასის” ბაზებზე სააჰერო იერიში მიიტანა – ორშაბათს ისრაელის თავდაცვის არმიამ გაავრცელა. “ცახალის” ინფორმაციით, “ინფრასტრუქტურა და საშუალებები, რომელსაც ტერორისტული მოქმედებებისთვის” იყენებდნენ, ღაზას სექტორში სამოქალაქო ობიექტებთან ახლოს იყო განთავსებული, მათ შორის, სკოლასთან ახლოს. “ჩვენ ღაზადან ტერორის ნებისმიერ მცდელობას ვუპასუხებთ” – “ცახალის” განცხადებაშია ნათქვამი – “დოიჩე ველე” წერს.

ივნისში “ჰამასმა” ისარელის მიმართულებით არა ერთხელ აუშვა საჰაერო ბურთები, რომელზეც ასაფეთქებელი ნივთიერებები იყო მიმაგრებული. ებრაელი მეხანძრეების ინფორმაციით, ღაზა-ისრაელის საზღვარზე დაახლოებით 20 ასეთი ბურთი აფეთქდა.

შეგახსენებთ, რომ “ჰამას” – ისრაელს შორის ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს ხელი 21 მაისს მოეწერა და ამით 10 მაისს დაწყებული მასობრივი სარაკეტო და საჰაერო შეტევები დასრულდა.

banner
წინა სტატიაშიაშშ თალიბების წინააღმდეგ ავიადარტყმებს გააგრძელებს
შემდეგი სტატიასამხრეთ აფრიკაში რეკორდული ყინვებია