6.8 C
Tbilisi
კვირა, აპრილი 12, 2026
banner

ისრაელმა ბეირუთში „ჰეზბოლას“ სამეთაურო ცენტრები დაბომბა

ისრაელის საჰაერო ძალებმა, დაზვერვის მონაცემების საფუძველზე, ბეირუთში „ჰეზბოლას“ რამდენიმე სამეთაურო ცენტრზე დარტყმების ტალღა განახორციელა, – ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალები იუწყება.

თავდაცვის ძალების ცნობით, სამიზნეებს შორის იყო სამეთაურო ცენტრი, რომელსაც „ჰეზბოლას“ საჰაერო ქვედანაყოფი იყენებდა.

„ჰეზბოლა“ იმ სამეთაურო ცენტრების, რომლებზეც დარტყმები განხორციელდა, ისრაელის თავდაცვის ძალების ჯარებისა და ისრაელის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ სხვადასხვა ტერორისტული თავდასხმის განსახორციელებლად გამოყენებას გეგმავდა“, – აღნიშნულია ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებაში.

მათი მტკიცებით, დარტყმებამდე მიიღეს ზომები იმისთვის, რომ მშვიდობიანი მოსახლეობის დაზარალების რისკი შეემცირებინათ.

banner
წინა სტატიაშიირანის შეიარაღებული ძალები: “ირანი პატივს სცემს თურქეთის სუვერენიტეტს და უარყოფს მის ტერიტორიაზე რაიმე რაკეტის გაშვებას”
შემდეგი სტატიასენაკში ხანძარს 70 წლამდე მამაკაცი ემსხვერპლა