10.8 C
Tbilisi
ორშაბათი, მაისი 18, 2026
banner

ისრაელმა ბეირუთის მიმართულებით თავდასხმა განახორციელა

ლიბანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შემდეგ, ისრაელმა ბეირუთის მიმართულებით პირველი თავდასხმა განახორციელა.

ეს არის ისრაელის პირველი იერიში ბეირუთზე, ლიბანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გამოცხადების შემდეგ.

თავდასხმის სამიზნე „ჰეზბოლას“ ელიტური ძალების „რადვანის“ მეთაური გახდა.

ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, „რადვანის“ მებრძოლები პასუხისმგებელი იყვნენ ისრაელის დასახლებებსა და სამხედრო პოზიციებზე თავდასხმებზე.

ბენიამინ ნეთანიაჰუსა და ისრელის თავდაცვის მინისტრ ისრაელ კაცის ერთობლივ განცხადებაში არ არის დადასტურებული, რომ თავდასხმის შედეგად „რადვანის“ მეთაური დაიღუპა.

„სიენენის“ ინფორმაციით, თავდასხმა ამერიკის შეერთებულ შტატებთან წინასწარ იყო შეთანხმებული.

როგორც „სიენენი“ წერს, დარტყმის შედეგად „რადვანის“ ძალების მეთაურის მოადგილეც დაშავდა.

banner
წინა სტატიაშიტრამპი: ირანი თუ გამდიდრებული ურანის გადაცემაზე დაგვთანხმდება, ომი დასრულდება
შემდეგი სტატიამაკრონი: ყველა მხარემ უნდა მოხსნას სრუტის ბლოკადა დაუყოვნებლივ და უპირობოდ