ისრაელმა ასადის არმიას დაარტყა

ისრაელის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ასადის არმიის მიერ გასროლილი ჭურვები გოლანის მაღლობზე ისრაელის ტერიტორიას დაეცა, რის გამოც ისრაელის ავიაციამ სირიის ტერიტორიაზე ასადის არმიის ორი ტანკი და საცეცხლე წერტილები გაანადგურა.
ისრაელის მედიის ცნობით, ქვეყნის თავდაცვის სამინისტრომ მკაცრად გააფრთხილა ასადის რეჟიმი, რომელიც სამოქალქო ომში ჩართული, ისრაელის საზღვრებთან ახლოს აწარმოებს საბრძოლო მოქმედებებს, რითაც საფრთხეს უქმნის ისრაელის ტერიტორიებს.
,,ქვეყნის ტერიტორიისადმი საფრთხის შემცველ ყველა ქმედებას საპასუხო ნაბიჯები მოჰყვება,, აცხადებს ისრაელის თავდაცვის მინისტრი ავიგდორ ლიბერმანი.

banner
წინა სტატიაშიბრიუსელში ავტომობილით პოლიციელები გადათელეს
შემდეგი სტატიათურქეთის შს მინიტრი დასავლეთს ტერორიზმის მხარდაჭერაში ადანაშაულებს