14.8 C
Tbilisi
სამშაბათი, მაისი 12, 2026
banner

ისრაელმა არმიის ორ ჯარისკაცს, რომლებმაც ლიბანში ქრისტეს ქანდაკება დააზიანეს, პატიმრობა მიუსაჯა

ისრაელის თავდაცვის ძალების თქმით, არმიის ორ ჯარისკაცს, რომლებმაც ლიბანში ქრისტეს ქანდაკება დააზიანეს 30-დღიანი პატიმრობა მიესაჯათ.

ამასთან, მათ სამხედრო სამსახურიდან გაათავისუფლებენ.

„ჯარისკაცი, რომელმაც ქრისტიანული სიმბოლო დააზიანა და ჯარისკაცი, რომელმაც ეს აქტი გადაიღო, სამხედრო მოვალეობიდან გათავისუფლდებიან და 30-დღიან სამხედრო პატიმრობას მიიღებენ“, – განაცხადეს ისრაელის თავდაცვის ძალებში.

ცნობისთვის, ისრაელის თავდაცვის ძალების რეზერვისტის მიერ ქანდაკების დაზიანების ფოტო გასულ შაბათ-კვირას ინტერნეტში ვირუსულად გავრცელდა, მოგვიანებით ისრაელის არმიამ მისი ავთენტურობა დაადასტურა და გამოძიება დაიწყო. ისრაელის ხელისუფლებამ მომხდარი დაგმო.

banner
წინა სტატიაში„ბლუმბერგი“: მსოფლიოში ნავთობის გლობალური მარაგი ერთ თვეში ამოიწურება
შემდეგი სტატიასტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებისთვის მთავრობა 40. 4 მლნ-ს გამოყოფს