11.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, მაისი 13, 2026
banner

ისრაელმა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საჰაერო თავდაცვის სისტემა „რკინის გუმბათის“ ბატარეა განათავსა

„აქსიოსის“ ინფორმაციით, ისრაელმა ირანთან ომის დასაწყისში არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საჰაერო თავდაცვის სისტემა „რკინის გუმბათის“ ბატარეა განათავსა და მისი ექსპლუატაციისთვის ჯარები გაგზავნა.

ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც სისტემა ისრაელისა და აშშ-ის გარეთ სხვა ქვეყანაში გაიგზავნა.

ირანის წინააღმდეგ აშშ-ისრაელის ომის დროს, თეირანმა არაბთა გაერთიანებული საამიროების მიმართულებით დაახლოებით 550 ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტა და 2 200-ზე მეტი დრონი გაისროლა. მიუხედავად იმისა, რომ რაკეტების და დრონების უმეტესობა გაანეიტრალეს, ზოგიერთი მათგანი სამხედრო და სამოქალაქო სამიზნეებს მოხვდა, რამაც აბუ დაბი აიძულა, მოკავშირეებისთვის დახმარება ეთხოვა.

ისრაელის ოფიციალური პირების ცნობით, ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტ მოჰამედ ბინ ზაიდ ალ ნაჰიანთან სატელეფონო საუბრის შემდეგ გასცა სისტემის გაგზავნის ბრძანება.

ისრაელის სისტემამ ათობით შემომავალი ირანული რაკეტა ჩამოაგდო. არაბთა გაერთიანებული საამიროების მაღალი თანამდებობის პირი ამბობს, რომ არაბთა გაერთიანებული საამიროები „არ დაივიწყებს“ კრიზისის დროს ისრაელის მიერ გაწეულ დახმარებას.

banner
წინა სტატიაშიუკრაინის უსაფრთხოების სამსახურის სპეცოპერაცია ანექსირებულ ყირიმში
შემდეგი სტატიათბილისში „ორბი ჯგუფის“ ოფისთან აქცია გაიმართა